პეპელა

პეპელა

суббота, 14 июня 2014 г.

ზღაპრები

,,პატარა უფლისწული'

რ.ინანიშვილი
გოდერძი ჩოხელი

ჩვენი შემოქმედება
ია და ჭინჭარი

მშვენიერ ველზე ია და ჭინჭარი ხარობდა.ერთ დღეს მათ საუბარი დაიწყეს:
--როდისმე ვინმე გაგიხარებია?გინდა, რომ ვინმე გაახარო?--ჰკითხა იამ კეთილ ჭინჭარს.
--რატომაც არა, სხვისი გახარება ხომ ძალიან კარგია, მინდა,ჩემს ირგვლივ ყველა ბედნიერი იყოს!
--როგორი გინდა,რომ იყო?
--მინდა,რამდენიმე არსებას მაინც ვუყვარდე...
--რას ამბობ,შენ ბევრს უყვარხარ! მეგობრები გყავს, მათ აბედნიერებ...--დაამშვიდა იამ.
--შენ ასე ფიქრობ? აბა, სად გინახავს, ჭინჭარი ვინმეს უყვარდეს, თანაც ჩემნაირი მახინჯი!..
--რატომ გგონია, რომ არავინ გაგეკარება, ეგ ხომ სისულელეა...
--დავბერდი, ვისუსხები ბოლოს და ბოლოს...თავიდან ამოიგდე ეგ აზრი, თითქოს შემიძლია, ვინმე გავახარო,-ამოიკვნესა ჭინჭარმა.
--გგონია,მეგობრები არ გყავს?
--ერთიც კი არ მყავს!
--მე ხომ გყავარ...განა ღმერთი იმას დაუშვებს,რომ ქვეყნად სამართალი გაქრეს და შენნაირი კეთილი არსება უმეგობროდ დარჩეს? ესარ მოხდება!..--დაამშვიდა ჭინჭარი იამ.
--სიმართლეს ამბობ?
--სიმართლე რომ არ იყოს, საერთოდ არაფერს გეტყოდი!--თქვა იამ.
მზე ჩავიდა.ირგვლივ ყველამ დაიძინა.ეძინათ ჭინჭარსა და იას.საოცარი სიჩუმე იდგა მხოლოდ მთვარე ანათებდა.გამქრალიყო ყველანაირი ხმაური. არაუშავს,იძინონ, იძინონ...სანამ მზე არ დაიმკვიდრებს ადგილს ცის კაბადონზე და ახალი დღე არ დაიწყება, მანამდე მთელი ღამეა!არა, ია და ჭინჭარი კარგად იქნებიან, უბრალოდ, ახლა უნდა იძინონ......იძინონ...და დილამდე დაისვენონ.ამოვა მზე, გაცოცხლდება ბუნება.ბუნება ლამაზი იქნება...მერე ისევ ღამე დადგება და, ასე, ყოველთვის ახალი დღე დაიწყება, სანამ დედამიწა იარსებებს!..


თეკლა ხარაზიშვილი---
მე-20 საჯაროსკოლის მე-4 კლასის მოსწავლე;
2014 სასწავლო წელი.








Комментариев нет:

Отправить комментарий